• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
არის მე-4 ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

არის მე-4 ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია

19 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გურამ თუშიშვილმა, თბილისში გამართულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა.


+100 კგ. წონით კატეგორიაში, გურამმა პირველ რაუნდში დაისვენა, რის შემდეგაც ერთმანეთის მიყოლებით კვიპროსელი იანის ანტონიუ, თურქი იბრაჰიმ თათაროღლუ, რუსი ვალერი ენდოვიცკი დაამარცხა და ფინალში ლეგენდარულ ჩეხ ლუკაშ კრპალეკზე გავიდა.


35 წლის კრპალეკი 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია (2016; 2020), 3-ჯერ ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული და 2-ჯერ - მსოფლიო ჩემპიონატი. 2020 წლის ოლიმპიადაზე 1/2 ფინალში ტედი რინერს მოუგო, ფინალში კი სწორედ თუშიშვილს აჯობა.


კრპალეკი ძიუდოს ისტორიაში გამორჩეული და უნიკალურია იმით, რომ ოლიმპიადაზე, მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონობა 2 სხვადასხვა წონაში აქვს მოპოვებული (-100 და +100 კგ.) - ასეთი რამ არასდროს არავის გაუკეთებია.


თუშიშვილმა მასთან ფინალური შეხვედრა სუპერ დამაჯერებლად წარმართა და კითხვის ნიშნების გარეშე დაამარცხა. შედეგად, 31 წლის ქართველმა ევროპის ჩემპიონობა მესამედ იზეიმა - 2017; 2019 და 2026.


შედეგად, გურამ თუშიშვილი ევროპის 3-გზის ჩემპიონია, ასევე მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახლავთ.


საქართველოს ნაკრებმა, თუშიშვილის ჩემპიონობით, ტურნირზე მე-4 ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ევროპის ჩემპიონატებზე ჩვენთვის ისტორიაში საუკეთესო შედეგია - აქამდე ერთ ჯერზე 3 ჩემპიონი გვყოლია. 


გურამის გარდა, წლევანდელ ევროზე ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ.), ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (-90 კგ.) მოიგეს, ვერცხლის მედალს გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) დაეუფლნენ, ხოლო ილია სულამანიძემ (-100 კგ.) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.


საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 7 მედლით დაასრულა და საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა - 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. მეორე ადგილზე საფრანგეთის ნაკრები გავიდა (2 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო), ხოლო მესამე პოზიცია რუსეთს ერგო - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.


"ყველაზე მნიშვნელოვანი და ტკბილი ეს ჩემპიონობაა" - თუშიშვილი ოქროს მოგების შემდეგ

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ძიუდო
გურამ თუშიშვილი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ვაკოს ასისტით შანდონმა თამაში სუპერ დრამატულად მოატრიალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ვაკოს ასისტით შანდონმა თამაში სუპერ დრამატულად მოატრიალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მეტოქის ქამბექი ენფილზე - ლივერპულმა ფრანგულ კლუბთან დიდი უპირატესობა გაანიავა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მეტოქის ქამბექი ენფილზე - ლივერპულმა ფრანგულ კლუბთან დიდი უპირატესობა გაანიავა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: 2 წუთის დრამა თინეიჯერი შემტევის სადებიუტო გოლით - რა სცენარია?!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: 2 წუთის დრამა თინეიჯერი შემტევის სადებიუტო გოლით - რა სცენარია?!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლოზანას გრანდ-სლემისთვის

•ქართული

ქართული

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლოზანას გრანდ-სლემისთვის
•ქართული

ქართული

News image

8 სთ წინ

VIDEO: ვაკოს ასისტით შანდონმა თამაში სუპერ დრამატულად მოატრიალა

News image

8 სთ წინ

VIDEO: მეტოქის ქამბექი ენფილზე - ლივერპულმა ფრანგულ კლუბთან დიდი უპირატესობა გაანიავა

News image

8 სთ წინ

VIDEO: 2 წუთის დრამა თინეიჯერი შემტევის სადებიუტო გოლით - რა სცენარია?!

News image

5 სთ წინ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლოზანას გრანდ-სლემისთვის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება