დავით მხეცაძემ ჩეხეთში მიმდინარე კრივის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა.
80 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალში, ქართველმა მოკრივემ უკრაინელი ანტონ ჩერნიაკოვი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მხეცაძე საქართველოს მე-5 წარმომადგენელია, რომელმაც ფინალის საგზური მიიღო - ლუკა ჩხიკვაძის (60 კგ.), ზუკა ჭოჭუას (65 კგ.), აკაკი ბასარიასა (70 კგ.) და ელნურ აბდულაევის (75 კგ.) შემდეგ.
ოსტრავაში მიმდინარე ტურნირზე ყველა ფინალური მატჩი ხვალ, 9 ოქტომბერს გაიმართება.