ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე, დავით მხეცაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
80 კგ. წონით კატეგორიაში, 16 წლის მხეცაძე ფინალამდე მივიდა, თუმცა იქ პოლონელ ფაბიან ურბანსკისთან დამარცხდა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
მიმდინარე ტურნირზე, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ასევე 16 წლის ლუკა ჩხიკვაძემ ოქროს მედალი მოიგო, ხოლო ზუკა ჭოჭუა (65 კგ.), აკაკი ბასარია (70 კგ.) და ელნურ აბდულაევი (75 კგ.) ფინალურ შეხვედრებს ოდნავ მოგვიანებით იჩხუბებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 მოკრივით იყო წარმოდგენილი და 5 მედალს მოიპოვებს.
ფოტო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია