მონტენეგროში მიმდინარე კრივის 15-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ლიზა ლობჟანიძე ფინალში გავიდა.
66 კგ. წონით კატეგორიაში, ლობჟანიძემ 1/2 ფინალურ ეტაპზე პოლონელი ნადია მუჩა დაამარცხა და ტურნირზე ოქროს მედლისთვის იჩხუბებს.
ლობჟანიძის მედლის გარდა, საქართველოს ნაკრებს კიდევ 8 მედალი აქვს განაღდებული: თორნიკე სიმონიშვილმა (40 კგ.), საბა კერძევაძემ (44 კგ.), ჯონი ხაბურზანიამ (46 კგ.), ელენე ქარჩავამ (48 კგ.), გიორგი ახვლედიანმა (52 კგ.), დავით ალიხანაშვილმა (54 კგ.), ალექსი გუნიამ (60 კგ.) და გიგი არჩაიამ (70 კგ.). ყველა მათგანი 1/2 ფინალშია გასული და ხვალ და ზეგ იჩხუბებს.
ჩვენი გუნდი ევროპირველობაზე 14 მოკრივით გახლდათ წარმოდგენილი. ტურნირი 26 ოქტომბერს სრულდება.