ჩინეთში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე ქართულმა წყვილმა, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას შემადგენლობით, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჩემპიონი გახდა.
ბერულავა-მეტელკინამ მოკლე პროგრამაში 77.77, თავისუფალში კი 139.47 ქულა დაიმსახურეს. ორი პროგრამის ჯამში, მათ 208,25 ქულა მოაგროვეს და ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს.
ქართული სპორტული წყვილი 2025 წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. წელსვე, ჩემპიონობა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატსა და საქართველოში გამართულ ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირ თრიალეთის თასზე მოიპოვეს.