• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
არმანი თუ ისლამი - ვინ იქნება გეიჯის შემდეგ
UFCUFC

არმანი თუ ისლამი - ვინ იქნება გეიჯის შემდეგ

21 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ორშაბათს საღამოს UFC-ის ვარსკვლავი ილია თოფურია არიელ ჰელუანის შოუს სტუმრობდა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებაზე, არმან ცარუკიანთან ბრძოლის ინტერესსა და მოახლოებულ თეთრი სახლის ღონისძიებაზე. 



14 ივნისს, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ამერიკის შეერთებული შტატების 250 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ისტორიული “UFC Freedom 250” გაიმართება. საღამოს მთავარი ბრძოლის ჰედლაინერები ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი იქნებიან. ქართველმა აღიარა რომ გეიჯი - პიმბლეტის ბრძოლაში ინგლისელისკენ იხრებოდა, რადგან თვლიდა, რომ მისი და პედის დაპირისპირება უფრო დიდი ბრძოლა იქნებოდა, თუმცა მატადორის თქმით, ის ბედნიერი იქნება ჯასტინ გეიჯისნაირ დიდ მებრძოლთან ოქტაგონის გაზიარებით და დარწმუნებულია, რომ თავის სტილში გაიმარჯვებს. 


ცოტა გავოცდი, თუ რამდენად ცუდია პედი რეალურად. მან დაამტკიცა, რომ ის პატარა სოსისია. წაგებიდან დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელია ტექნიკა და უნარები გაზარდოს ამ სპორტში, ამისთვის ის უნდა მოკვდეს და თავიდან დაიბადოს.


მსუბუქი წონის ქამრის დაცვის შემდეგ ქვესაშუალო წონაში ასვლა და ისლამ მახაჩევის მოგუდვა. მესამე ქამრის მოგება და თან ისე, რომ მსუბუქი წინის ქამარიც მასთან იყოს - ასეთია მატადორის გეგმები 2026 წლისთვის. მისი თქმით, ამჯერად ყველაფერი სხვანაირად არის და ქამრის გავაკანტურება არ მოუწევს, რადგან საბოლოოდ მსუბუქ წონაში დაბრუნებას გეგმავს. ქართველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე მას ისლამთან ბრძოლა სურდა, მაგრამ როგორც მას უთხრეს მახაჩევიმა ბრძოლაზე უარი ტრავმის გამო თქვა. მისთვის იდეალურ სცენარში, ილია მესამე ქამრისთვის წლის ბოლოს იბრძოლებს, ხოლო როცა ის იბრძვის, სურს, რომ მსოფლიო გააოცოს.


ისლამის შემთხვევაში ვფიქრობ, ის უნდა დავასაბმითო, რომ მსოფლიო გავაოცო. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მოხდება - დავაგდებ და მოვგუდავ… ყველა კარგია, მაგრამ მე სხვანაირი ვარ. 


ილიას დიდი სურვილის მიუხედავად,  არავინ იცის შედგება თუ არა ოდესმე ნანატრი თოფურია - მახაჩევი, მაგრამ გეიჯის შემდეგ ნამდვილად მოდის არმან ცარუკიანის ჯერი. ბოლო პერიოდში სომეხი მებრძოლი განსაკუთრებით აქტიურია, სოციალურ ქსელში თუ ჭიდაობის ტურნირებში.  N1 კონტენდერის მიზანი  მსუბუქი წონის საჩემპიონპო ბრძოლის მიღებაა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ავა თუ არა თოფურია ქვესაშუალო წონაში — მსუბუქ წონაში ყველაფერი შედარებით მარტივად გამოიყურება. ილიას თქმით, პედი ჰორიზონტზეც აღარ ჩანს, ხოლო ჯასტინის პირველივე რაუნდში დანოკაუტებას აპირებს. შესაბამისად, ერთადერთ რეალურ ვარიანტად სწორედ ცარუკიანი რჩება. მატადორის პასუხი ამაზეც ცალსახაა — ნებისმიერი, ნებისმიერ დროს. 


მე მართლა გაოცებული ვარ თუ რამდენად სულელია (არმანი). ის გონებასუსტია.


ილიას ასევე არ მოსწონს არმანის იმიჯი სოციალურ ქსელში, თავის სიმდიდრის წარმოჩენა და ფულის აფიშირება:


ძმაო, შენ მდიდარიც არ ხარ. შენ ისეთი ღარიბი ხარ, რომ ერთადერთი რაც გაქვს ფულია და ეს ფულიც მამაშენიაა.



ის ჩემს დონეზე არ არის. თუ ჩვენი გზები გადაიკვეთება, პირველივე რაუნდში ყბას მოვტეხავ. რას გააკეთებს — დამაგდებს? ძმაო, გთხოვ... მომისმინე… იარე შენს ჭიდაობის ტურნირებზე, აკეთე შენი სტრიმები და როცა ის მომენტი დადგება, უბრალოდ გამოცხადდი — დანარჩენს მე მივხედავ. პატარა სინდიოფალა.


დიდია ალბათობა იმისა, რომ მონატრებული მატადორი წლის ბოლომდე ორჯერ ვნახოთ ოქტაგონში. ილიამ მიანიშნა, რომ შესაძლოა წლის ბოლოს UFC მადრიდს ეწვიოს. იქნება ეს ისლამ მახაჩევთან სანტიაგო ბერნაბეუზე თუ მედისონ სქუეარ გარდენში არმან ცარუკიანთან, UFC-ის გულშემატკივრებს ყველა ვარიანტში ცეცხლოვანი თვეები გველის წინ.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

არმან ცარუკიანი
ილია თოფურია
ისლამ მახაჩევი
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

თეთრი სახლის ტურნირს წვიმა აღარ ემუქრება

•UFC

UFC

თეთრი სახლის ტურნირს წვიმა აღარ ემუქრება
•UFC

UFC

პორიე გეიჯის მენტალიტეტს აკრიტიკებს

•UFC

UFC

პორიე გეიჯის მენტალიტეტს აკრიტიკებს
•UFC

UFC

დანა უაითის საჩუქარი ილია თოფურიას

•UFC

UFC

დანა უაითის საჩუქარი ილია თოფურიას
•UFC

UFC

რა შანსები აქვს გეიჯის თოფურიასთან?

•UFC

UFC

რა შანსები აქვს გეიჯის თოფურიასთან?
•UFC

UFC

News image

5 სთ წინ

თეთრი სახლის ტურნირს წვიმა აღარ ემუქრება

News image

1 სთ წინ

პორიე გეიჯის მენტალიტეტს აკრიტიკებს

News image

1 სთ წინ

დანა უაითის საჩუქარი ილია თოფურიას

News image

1 სთ წინ

რა შანსები აქვს გეიჯის თოფურიასთან?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება