საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ფრანკ ლებოფმა, მადრიდის რეალის შემადგენლობის პრობლემებზე ისაუბრა.
„2000-იანების დასაწყისში რეალი მსგავს სიტუაციაში უკვე იყო, როცა შემადგენლობაში დევიდ ბექჰემი, ზინედინ ზიდანი და რონალდო ჰყავდა.
მათთვის ტიტულების მოგება რთული იყო, იმიტომ რომ ერთი სუპერვარსკვლავით ამის გაკეთება უკვე რთულდება, ორთან ერთად — შეუძლებელი ხდება, სამთან კი — სრული ფანტასტიკაა.
როცა ჯუდ ბელინგემი, ვინისიუსი და მბაპე ერთად გყავს — ეს საქმეს ძალიან ართულებს.
გიწევს მათი სასტარტოში დაყენება, გუნდის მათ გარშემო შენება. ფეხბურთი ასე არ მუშაობს. არასდროს. ჩაბი ალონსოს სირთულეებიც სწორედ აქედან გამომდინარე აქვს." — აღნიშნა ლებოფმა.