მსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა აშშ მიიღო და 38-10 დაამარცხა.
ბორჯღალოსნებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და ტაიმი 14-3 მოიგეს. ლელოები ივანიშვილმა და შველიძემ დადეს, ორივე გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.
მეორე ტაიმში ქართველებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ლელოებით თავი ივანიშვილმა, ტაბუცაძემ (2) და პაპუნაშვილმა გამოიჩინეს, მატკავამ კი თავის მონაგარს 3 გარდასახვა დაამატა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე 6-დან 6 გამარჯვება მოიპოვა და და აღნიშნული გათამაშების ჩემპიონი გახდა!
ბორჯღალოსნებმა ურუგვაი, სამოა, ჩილე, კანადა, ტონგა და აშშ დამაჯერებლად დაამარცხეს.