მარკო ასენსიო შესაძლოა ასტონ ვილაში დაბრუნდეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბირმინგემული კლუბი ესპანელი შემტევის ტრანსფერზე პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
პარიზულ კლუბს იჯარა აღარ აწყობს, რადგან ასენსიოს კლუბთან კონტრაქტი 1 წლით აქვს დარჩენილი და პსჟ-ს ფულის მიღება სურს მის ტრანსფერში.
სატრანსფერო ფანჯრის დახურავმდე ასტონ ვილა ყველაფერს აკეთებს, რომ ესპანელი ფეხბურთელი დაიბრუნოს.
გასული სეზონის მეორე ნახევარი ასენსიომ ასტონ ვილაში იჯარით გაატარა.