• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბაიერნის მე-12 თუ პსჟ-ს მე-3? დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი გაირკვევა
ფეხბურთიფეხბურთი

ბაიერნის მე-12 თუ პსჟ-ს მე-3? დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი გაირკვევა

05 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღეს, 2026 წლის 6 მაისს, მიუნხენის სტადიონი ალიანც არენა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალს უმასპინძლებს.


პირველმა ნახევარფინალმა ერთი ფინალისტი უკვე გაგვაგებინა: არსენალმა ატლეტიკო ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და 20-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ლიგის ფინალში შეძლო გასვლა.


1 კვირის წინ პარიზში გამართულ მატჩში გულშემატკივარმა ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი და ულამაზესი სანახაობა იხილა - მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის დახმარებით ბაიერნი 5:4 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე ფინალისაკენ ერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა წინ კიდევ ერთი ბრძოლაა გასავლელი, რომელსაც დღეს ყველა სულმოუთქმელად ველოდებით.


პარიზული სანახაობის შემდეგ გუნდებმა უიქენდზე გადახალისებული შემადგენლობა გამოიყენეს და ორივემ ფრე ითამაშეს. პსჟ შინ ლორიანს დაუზავდა (2:2), ბაიერნი კი, რომელსაც ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს, საკუთარ მოედანზე ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმთან მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა (3:3).


მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს შიდა ასპარეზზე ჩემპიონობა ჯერ განაღდებული არ აქვს, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გუნდი უახლოეს მდევარ ლანსს 6 ქულით უსწრებს და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, მისი გაჩემპიონებაც უბრალოდ დროის საკითხია. შესაბამისად, ლუის ენრიკეს სრული უფლება აქვს, ნახევარფინალში მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ თამაშზე იფიქროს და თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გაიყვანოს.



პსჟ ამ სეზონში ერთგვარი წყევლის გადალახვას ცდილობს. მას შემდეგ, რაც ტურნირს 1992 წელს სახელი გადაერქვა და ჩემპიონთა ლიგა დაერქვა, 2017 წლამდე მის ზედიზედ ორჯერ მოგებას ვერავინ ახერხებდა, შემდეგ ეს მადრიდის რეალმა გააკეთა, როცა თასი ზედიზედ სამჯერ აღმართა და დღემდე ერთადერთ გუნდად რჩება, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული მიჯრით მოიგო.


შესაბაამისად, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ისტორიას უმიზნებს და აქვს შანსი გახდეს მხოლოდ მეორე კლუბი ისტორიაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ორჯერ მოიგებს.


პარიზში მოპოვებული მცირე უპირატესობა არაფრის გარანტია არაა - პირველი მატჩის შემდეგ ორივე გუნდის წამყვანმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმაც ღიად განაცხადეს, რომ თავიანთი ტაქტიკის გადახვევას არ აპირებენ და მხოლოდ შეტევაზე იფიქრებენ, რაც პოტენციურად კიდევ ერთ საფეხბურთო სანახაობას და უხვგოლიან სპექტაკლს გვპირდება. ამჯერად არა პარკ დე პრენსზე, არამედ ალიანც არენაზე.


მიუნხენის დიდებულ სტადიონზე ამ გუნდებს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2024 წლის ნოემბერში შედგა, როცა ლიგის ფაზაში ბაიერნმა ჯერ კიდევ არც ისე კარგ ფორმაში მყოფ პარიზელებს მინიმალური ანგარიშით 1:0, კიმ მინ ჯეს გოლით მოუგო. 


ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გერმანიაში დიდი დანაკლისით ჩადის - პირველ მატჩში ტრავმა პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, აშრაფ ჰაკიმიმ მიიღო, რის გამოც დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და გამომდინარე იქიდან, რომ პსჟ-ს სხვა მარჯვენა მცველი არ ჰყავს, ამ პოზიციის შევსება ენრიკეს სავარაუდოდ ნახევარმცველი ზაირ-ემერით მოუწევს, რაც შესანიშნავ ფორმაში მყოფი ლუის დიასისთვის კარგი ამბავია. 


თავის მხრივ, ბაიერნს დღევანდელ შეხვედრაში სერჟ გნაბრი გამოაკლდება, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუწევს. სხვა მხრივ, ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობებით გავა მოედანზე.



სავარაუდო შემადგენლობები


ბაიერნი: ნოიერი - სტანიშიჩი, უპამეკანო, ტა, ლაიმერი - კიმიხი, პავლოვიჩი, მუსიალა - ოლისე, დიასი, კეინი


პსჟ: საფონოვი - ზაირ ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი - კვარაცხელია, დუე, დემბელე.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ბაიერნი
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ყველაზე უხვგოლიანი კლუბები მუნდიალზე - რეალის რეკორდი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ყველაზე უხვგოლიანი კლუბები მუნდიალზე - რეალის რეკორდი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ ადგილზეა კვარაცხელია? ოქროს ბურთის რეიტინგი Goal-ის მიხედვით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ ადგილზეა კვარაცხელია? ოქროს ბურთის რეიტინგი Goal-ის მიხედვით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 ივლ, 2026

ყველაზე უხვგოლიანი კლუბები მუნდიალზე - რეალის რეკორდი

News image

19 ივლ, 2026

რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალში?

News image

21 სთ წინ

რომელ ადგილზეა კვარაცხელია? ოქროს ბურთის რეიტინგი Goal-ის მიხედვით

News image

19 სთ წინ

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება