სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, ბარსელონა ალექს ბალდეს გაყიდვას არ გამორიცხავს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ ზაფხულში კატალონიელებს 20 წლის მარცხენა მცველის თაობაზე რომელიმე კლუბი კარგი შეთავაზებით მიმართავს, ბალდეს გაყიდვა არ გამოირიცხება.
თუ მოვლენები სწორედ ასე განვითარდა და ბალდემ ზაფხულში ბარსა დატოვა, კლუბი მის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს: სერჟი კარდონას (ლას პალმასი) და ალექს ვალიე (ლევანტეში, იჯარით ბარსადან).
ასევე, კატალონიელები არ შესთავაზებენ ახალ კონტრაქტს მარკოს ალონსოს, რომელიც ზაფხულში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მის ადგილს გუნდში 17 წლის ექტორ ფორტი დაიკავებს.