ბარსელონა მადრიდის ატლეტიკოსთან ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ავტორიტეტული The Athletic-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 26 წლის თავდამსხმელისთვის დაახლოებით 100 მილიონიან ოფიციალურ წინადადებას ამზადებს.
ბარსელონა უკვე დაუკავშირდა ალვარესის გარემოცვას და მოლაპარაკებებს მადრიდელებთანაც მართავს, თუმცა ატლეტიკო ფორვარდის სანაცვლოდ უფრო მაღალ თანხას ითხოვს.
შეთანხმება მიღწეულია - ენტონი გორდონი ბარსელონაში ითამაშებს
წყაროების ცნობით, თავად ფეხბურთელი დაინტერესებულია ბარსელონაში გადასვლით და სავარაუდოდ, პირად კონტრაქტზე შეთანხმება პრობლემა არ უნდა გახდეს.
ამავდროულად, ენტონი გორდონი ამ წუთებში ბარსელონაში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.