ესპანიოლის 24 წლის მეკარე ჟოან გარსია კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელმა მთავარ კატალონიურ კლუბთან ყველანაირ შეთანხმებას მიაღწია.
ბარსელონა უახლოეს პერიოდში გარსიას გამოსასყიდ თანხას გადაიხდის 25 მილიონი ევროს ოდენობით, თავად მეკარე კი ბარსასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
კლუბის გეგმაა, რომ გარსიამ, რომელიც გასულ სეზონში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ბარსაში პირველი მეკარის სტატუსი დაიკავოს, მეორე მეკარე ვოიცეხ შესნი იქნება, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან კი კონტრაქტის გაწყვეტაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ჯერჯერობით, წარუმატებლად.