დღეს გასამართი ელ კლასიკო, რომელიც ლა ლიგის ბედს წყვეტს, მოედანს მიღმა მომხდარი ინციდენტით დაიწყო.
კამპ ნოუსთან შეკრებილმა ბარსელონას გულშემატკივრებმა საკუთარი გუნდის ავტობუსს ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს.
როგორც ირკვევა, გულშემატკივრებს საკუთარი გუნდის ტრანსპორტი მადრიდის რეალის ავტობუსში აერიათ. ინციდენტის შედეგად ბარსელონას ავტობუსის ერთ-ერთი მინა ჩაიმსხვრა.

კატალონიელმა ფანებმა არც სტუმრების ავტობუსი დაინდეს და მასაც საგნების წვიმა დაატეხეს თავს. მიუხედავად ამ ფაქტებისა, ორივე გუნდი სტადიონზე უკვე მივიდა და მატჩისთვის ემზადება.
ბარსელონა vs რეალი - სასტარტო შემადგენლობები