ჰანსი ფლიკის მამა დღეს ელ კლასიკომდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა.
ფლიკმა ეს ინფორმაცია დილით ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, თუმცა მიუხედავად ამისა, დღეს მაინც უხელმძღვანელებს გუნდს მადრიდის რეალის წინააღმდეგ.
,,ბარსელონა და ბლაუგრანას მთელი ოჯახი ჰანსი ფლიკს უდიდეს თანაგრძნობას უცხადებს მამის გარდაცვალების გამო. ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და ამ მძიმე დროს ჩვენი ფიქრები თქვენთან და თქვენს ოჯახთანაა." - წერია კატალონიური კლუბის განცხადებაში.
„მადრიდის რეალი, მისი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ბარსელონას მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის მამის გარდაცვალების გამო.
რეალი თანაგრძნობასა და მხარდაჭერას უცხადებს მის ოჯახსა და ყველა ახლობელს. მშვიდად განისვენოს." - წერია მადრიდელთა განცხადებაში.
რეალი ჟოზეს ელოდება, ბარსა კი ჩემპიონობის განაღდებას - განსხვავებული ელ კლასიკო