ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ბელგიის ნაკრები, რომელიც წლების წინ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითლებოდა, ამჯერად ფავორიტთა ჩრდილში მყოფ გუნდად მოიაზრება, თუმცა მისი შემადგენლობა მაინც ვარსკვლავურია.
გუნდს კვლავ გამოცდილი ლიდერები - კევინ დე ბრუინი, ტიბო კურტუა და რომელუ ლუკაკუ უხელმძღვანელებენ. მათთან ერთად სიაში არიან ახალგაზრდა ვარსკვლავები: ჟერემი დოკუ და ლეანდრო ტროსარდი, ასევე შარლ დე კეტელარე და ალექსის სალემაკერსი.
ბელგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე 6 ივნისს ტუნისის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ბელგიის მთლიანი შემადგენლობა:
მეკარეები:
ლამენსი
პენდერსი
კურტუა
მცველები:
დებასტი
დე ვინტერი
დე კუიპერი
თეატე
ნგოი
სეისი
კასტანი
მეშელე
მუნიე
ნახევარმცველები და თავდამსხმელები:
დოკუ
ონანა
დე კეტელარე
ტილემანსი
ფერნანდეს-პარდო
სალემაკერსი
მორეირა
ლუკებაკიო
ტროსარდი
რასკინი
ლუკაკუ
დე ბრუინი
ვანაკენი
ვიტსელი
ქვიზების ლიგა დაიწყო!