ფორმულა 1-ში ბელგიის გრან პრი იმართება.
ბელგიაში სპრინტი მაქს ვერსტაპენმა მოიგო
სპა-ფრანკოშამის ტრასაზე კვალიფიკაცია გაიმართა, რომელზეც უსწრაფესი წრე ლანდო ნორისმა დააფიქსირა და პოულ პოზიცია მოიპოვა.
ბრიტანელმა პილოტმა შვიდკილომეტრიანი წრე 1:40.562 დროში გაიარა და თანაგუნდელ ოსკარ პიასტრის 0.085 წამით აჯობა, რომელიც რბოლას მე-2 პოზიციიდან დაიწყებს.
მე-3 საუკეთესო დრო შარლ ლეკლერმა (ფერარი) აჩვენა, რომელმაც მაქს ვერსტაპენს (რედ ბული) 0.003 წამით აჯობა.
ბელგიაში რბოლა 27 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება.
მრბოლელთა განლაგება კვალიფიკაციის მიხედვით ასეთია.
