ჯუდ ბელინგემი კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს.
ინგლისელი ნახევარმცველი რეალში 2023 წლის ზაფხულში დორტმუნდის ბორუსიადან გადავიდა და ამით მშობლიური ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებს უთხრა უარი.
„რეალი ჩემთვის იდეალური კლუბია.
მადრიდში თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ მომდევნო 10-15 წელი თეთრი მაისურით ვითამაშებ." - აღნიშნა ბელინგემმა Marca-სთან საუბარში.