საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა.
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ ტურნირზე, ვახტანგ ლოლუა (55 კგ.), იური ლომაძე (72 კგ.) და რამაზ ზოიძე (77 კგ.) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.) და გელა ბოლქვაძე (82 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.
შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა 118 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილი დაიკავა, პირველი ხუთეული ასეთია:
1. აზერბაიჯანი - 133 ქულა;
2. თურქეთი - 121 ქულა;
3. საქართველო - 118 ქულა;
4. სომხეთი - 112 ქულა;
5. უკრაინა - 81 ქულა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შემდეგ, ტირანას ევროპის ჩემპიონატი, 24-26 აპრილს, თავისუფალი ჭიდაობით გაგრძელდება და დასრულდება.
ჩვენი ნაკრების შემადგენლობა: რობერტ დინგაშვილი (57 კგ.); გიორგი ღონიაშვილი (61 კგ.); ნიკა ზაქაშვილი (65 კგ.); აკაკი ქემერტელიძე (70 კგ.); გიორგი ელბაქიძე (74 კგ.); ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.); ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ.); მირიან მაისურაძე (92 კგ.); გივი მაჭარაშვილი (97 კგ.); სოლომონ მანაშვილი (125 კგ.).