ბრაზილიელი ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის კრიზისი მადრიდის რეალში გრძელდება.
ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ს შეფასებით, კვირები გადის, თუმცა შემტევის იმედგაცრუებული თამაში არ იცვლება. ესპანურ მედიაში ბრაზილიელის ძირითად შემადგენლობაში ყოფნის საკითხი უკვე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
სიტუაცია განსაკუთრებით ატლეტიკოსთან მადრიდულ დერბიში განცდილი მარცხის (2:1) შემდეგ გამწვავდა. მას შემდეგ, რაც დინ ჰიუსენის გაძევების გამო გუნდი მოედანზე კაცნაკლული დარჩა, უკმაყოფილო ჟოზე მოურინიომ ვინისიუსი მოედნიდან 54-ე წუთზე გაიყვანა და მის ნაცვლად იან დიომანდე შემოიყვანა.
ბრაზილიელ შემტევს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 652 წუთში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მოურინიო ფეხბურთელს საჯაროდ იცავდა, ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის მოთმინება ამოიწურა და ის რადიკალური ცვლილებებისთვის ემზადება.
სანტიაგო ბერნაბეუზე გულშემატკივრებმა ვინისიუსს უკვე არაერთხელ დაუსტვინეს, რაც ფეხბურთელზე ფსიქოლოგიურ წნეხს კიდევ უფრო ზრდის. ახლა ის ბრაზილიის ნაკრებშია გამოძახებული (სადაც გუნდს კარლო ანჩელოტი წვრთნის), თუმცა მადრიდში დაბრუნების შემდეგ, 10 ოქტომბერს ვილიარეალთან შეხვედრაში, მას საკუთარი სტატუსისა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად სერიოზული ბრძოლა მოუწევს.