• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბოლო სამ თვეში მეორედ - კეირუშმა აფრიკული ნაკრები დატოვა
ფეხბურთიფეხბურთი

ბოლო სამ თვეში მეორედ - კეირუშმა აფრიკული ნაკრები დატოვა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კარლოს კეირუშმა ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე მეორედ დატოვა განის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.


73 წლის სპეციალისტმა პოსტი თავდაპირველად 5 ივლისს, განის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ დატოვა, თუმცა 9 კვირის შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში, თანამდებობაზე კვლავ დანიშნეს.


24 სექტემბერს კოტ-დ’ივუართან 0:2 მარცხისა და 29 სექტემბერს გამბიასთან 2:4 წაგების შემდეგ, პორტუგალიელმა მწვრთნელმა ეროვნული ნაკრები კიდევ ერთხელ დატოვა.


კარლოს კეირუშის განცხადება:


„ურთიერთპატივისცემის გარემოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, განის ფეხბურთის ასოციაცია და მე ორმხრივად შევთანხმდით, რომ შევწყვიტოთ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განის ეროვნული ნაკრების, „შავი ვარსკვლავების“, მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ვიკავებდი.


ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, თუმცა ორივე მხარე შევთანხმდით, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენი პროფესიული ურთიერთობის დასრულება ყველაზე მიზანშეწონილი ნაბიჯი იყო.


უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინეთ განის, „შავი ვარსკვლავებისა“ და მთლიანად განური ფეხბურთის ინტერესები.


ჩემთვის დიდი პატივი იყო განისა და „შავი ვარსკვლავების“ სამსახურში ყოფნა. გულწრფელ მადლობას ვუხდი განის ფეხბურთის ასოციაციას და განსაკუთრებით მის პრეზიდენტს ნდობისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ასეთი საამაყო საფეხბურთო ქვეყნის ეროვნული ნაკრები მეხელმძღვანელა.


განაში იმ განზრახვით ჩამოვედი, რომ „შავი ვარსკვლავებს“ უფრო ძლიერი მომავლის შექმნაში დავხმარებოდი და ხელი შემეწყო ქვეყანაში არსებული ტალანტების განვითარებისთვის.


მიუხედავად ჩვენი თავდადებისა და ძალისხმევისა, ამისთვის აუცილებელი პირობები სრულად ვერ შეიქმნა, ხოლო ბოლო პერიოდში ნაჩვენებმა შედეგებმაც გავლენა მოახდინა გადაწყვეტილებაზე, რომ ეს გზა აქ დასრულებულიყო.“

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დიდი დანაკლისი - ვინ არ ეყოლება უნგრეთს საქართველოსთან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიდი დანაკლისი - ვინ არ ეყოლება უნგრეთს საქართველოსთან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"აუცილებლად მოსაგები მატჩი“ - რას ამბობენ უნგრეთში საქართველოსთან თამაშის წინ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"აუცილებლად მოსაგები მატჩი“ - რას ამბობენ უნგრეთში საქართველოსთან თამაშის წინ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნაკრების დატოვებიდან მეორე დღესვე - ვინ მოირგებს რონალდუს 7 ნომერს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნაკრების დატოვებიდან მეორე დღესვე - ვინ მოირგებს რონალდუს 7 ნომერს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბოლო სამ თვეში მეორედ - კეირუშმა აფრიკული ნაკრები დატოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბოლო სამ თვეში მეორედ - კეირუშმა აფრიკული ნაკრები დატოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

დიდი დანაკლისი - ვინ არ ეყოლება უნგრეთს საქართველოსთან?

News image

4 სთ წინ

"აუცილებლად მოსაგები მატჩი“ - რას ამბობენ უნგრეთში საქართველოსთან თამაშის წინ?

News image

4 სთ წინ

ნაკრების დატოვებიდან მეორე დღესვე - ვინ მოირგებს რონალდუს 7 ნომერს?

News image

1 სთ წინ

ბოლო სამ თვეში მეორედ - კეირუშმა აფრიკული ნაკრები დატოვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება