ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, 7 ნოემბერს კანადასთან გასამართი შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა და მასში 2 დებიუტანტია.
მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში საქართველო ავჭალის სტადიონზე კანადას უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. გიორგი ჯავახია, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა შვანგირაძე.
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. სერგი აბრამიშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. გაგი მარგველაშვილი, 20. მიხეილ შიოშვილი, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. გელა აფრასიძე, 23. გიორგი შველიძე.
2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასზე, საქართველომ ზაფხულში სამივე თამაში მოიგო (ურუგვაისთან, სამოასთან და ჩილესთან) და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფის ლიდერია.
შეგახსენებთ, ნოემბრის ფანჯარაში საქართველო კანადის შემდეგ 14 ნოემბერს ტონგას, ხოლო 21 ნოემბერს აშშ-ს უმასპინძლებს.