მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩში საქართველოს ნაკრები ავჭალის სტადიონზე კანადას დაუპირისპირდა.
ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 24-14 მოიგეს. ლელოები ჩვენი მხრიდან პაპუნაშვილმა, ტაბუცაძემ, ნინიაშვილმა და ტაბატაძემ დადეს, 2 გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ქულა აღარ მიუღია, თავად კი 35 ქულა მოიპოვა.
ლელოები გიგაშვილმა, კახოიძემ, ტაბუცაძემ და კარკაძემ დადეს, ერთიც საჯარიმო ლელო მივითვალეთ, მატკავამ კი თავის მონაგარს 4 გარდასახვა დაამატა.
საბოლოოდ ბორჯღალოსნებმა კანადა 59-14 გაანადგურეს და ერთა თასის პირველ ჯგუფს 19 ქულით სათავეში უდგანან.