Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება.
21 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დინამო თბილისი მონტენეგროს მორნარ ბარს დაუპირისპირდება და შეეცდება პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ჩამორჩენა აღმოფხვრას.
მასპინძელმა გუნდმა მონტენეგროში 2-1 იმარჯვა. დღეს კი თბილისურ გუნდს შანსი აქვს სცენარი მოატრიალოს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს.
ფერდინანდ ფელდჰოფერი (დინამოს მთავარი მწვრთნელი): "უკანასკნელი 3-4 დღე მოთამაშეებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს - შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მზად არიან."
დომინიკ საიმონი (დინამოს ფეხბურთელი): "კმაყოფილი ვარ, როგორც მოვემზადეთ ამ თამაშისთვის. გვჯერა, რომ ხვალ გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ."
დინამოსა და მორნარ ბარის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იქნება.
რაც შეეხება ტორპედოს, ქუთაისური გუნდი ალბანეთში თავის მატჩს ადგილობრივ ტირანასთან გამართავს. ამ წყვილშიც გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. პირველი შეხვედრა ქუთაისში 1-1 დასრულდა.
მერაბ გიგაური (ტორპედოს მოთამაშე): "გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ვემზადებით სრული სერიოზულობით. ყველა მოტივირებულია ამ თამაშისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ."
შეხვედრა 22:00-ზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტის არხი შემოგთავაზებთ.
განმეორებითი მატჩების წინ ორივე გუნდს კარგი შანსი აქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს.
წარმატებებს ვუსურვებთ დინამოსა და ტორპედოს კონფერენს ლიგის შეხვედრებში!
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი