• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ბრძოლა უვადო დისკვალიფიკაციისთვის — ფეხბურთელები მოძალადე მწვრთნელის წინააღმდეგ
ფეხბურთიფეხბურთი

ბრძოლა უვადო დისკვალიფიკაციისთვის — ფეხბურთელები მოძალადე მწვრთნელის წინააღმდეგ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩეხეთის ქალთა უმაღლესი დივიზიონის კლუბის, სლოვაცკოს ფეხბურთელებმა საჯაროდ ისაუბრეს იმ მძიმე მორალურ ზიანზე, რომელიც მათ ყოფილმა მწვრთნელმა, პეტრ ვლახოვსკიმ მიაყენა.


ვლახოვსკი, რომელიც წარსულში ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებსაც წვრთნიდა და ქვეყნის საუკეთესო მწვრთნელადაც იყო აღიარებული, 2023 წლის სექტემბერში მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ ინტერნეტში მის მიერ ფარულად გადაღებული კადრები აღმოაჩინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში მწვრთნელი ზურგჩანთაში დამალული პატარა ზომის კამერით ფეხბურთელებს გასახდელებსა და საშხაპეებში ფარულად უღებდა. სულ 14 მსხვერპლია იდენტიფიცირებული, მათგან ყველაზე ახალგაზრდა კი ინციდენტის დროს 17 წლის იყო. გარდა ამისა, ჩხრეკისას ვლახოვსკის ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალებიც აღმოაჩნდა.

ფეხბურთელებმა ხმა მას შემდეგ აიმაღლეს, რაც 2025 წლის მაისში სასამართლომ ვლახოვსკის ზედმეტად რბილი განაჩენი გამოუტანა: მას პირობითი სასჯელი და ქვეყნის შიგნით სამწვრთნელო საქმიანობის ხუთწლიანი აკრძალვა მიესაჯა. მოთამაშეები ჰყვებიან, რომ ამ ფაქტმა მათზე მძიმე ფსიქოლოგიური კვალი დატოვა: ზოგს ძილის პრობლემები და პარანოია დაეწყო, ზოგს კი საკუთარი სხეულის მიმართ ზიზღის შეგრძნება გაუჩნდა. არსებული სასჯელით, ვლახოვსკის 2030 წლის ბოლოსთვის ჩეხეთში მუშაობის უფლება უბრუნდება, საზღვარგარეთ სამწვრთნელო საქმიანობაზე კი ამჟამად არანაირი იურიდიული შეზღუდვა არ გააჩნია.


ფეხბურთელების თქმით, ეს განაჩენი „დაცინვაა“, თუმცა გამომძიებელმა ისინი წინასწარვე გააფრთხილა, რომ ჩეხური კანონმდებლობის გამო განსაკუთრებულს არაფერს უნდა ელოდნენ. მისი განმარტებით, ადგილობრივი კანონებით ბავშვთა პორნოგრაფია თუ სექსუალური ძალადობა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში არ განიხილება.

ამ მძიმე პროცესში მოთამაშეებს ჩეხეთის ფეხბურთელთა პროფკავშირი (CAFH) უჭერს მხარს. ვინაიდან ქვეყანაში სისხლის სამართლის პროცესი და ფეხბურთის ასოციაციის შიდა ადმინისტრაციული წარმოება ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, პროფკავშირი ასოციაციისგან ვლახოვსკისა და ყველა მსგავსი მოძალადისთვის ფეხბურთში საქმიანობის უვადოდ აკრძალვას ითხოვს.


გარდა ამისა, CAFH საერთაშორისო ორგანიზაცია FIFPRO-სთან ერთად მუშაობს, რათა FIFA-მ ვლახოვსკის სამწვრთნელო საქმიანობა გლობალური მასშტაბით აუკრძალოს. FIFPRO-ს წარმომადგენელი, მარკეტა ჰაინდლოვა აღნიშნავს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ უსაფრთხოების ნორმების გასამკაცრებლად და დამნაშავის წინააღმდეგ უფრო მკაცრი დისციპლინური ზომების მისაღებად.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

ჩეხეთი
ქალთა ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

2 ამხანაგური მატჩი თბილისში - 17-წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2 ამხანაგური მატჩი თბილისში - 17-წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მეზობლებთან არაამხანაგური სხვაობით - გოგონათა 17-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი გაანადგურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მეზობლებთან არაამხანაგური სხვაობით - გოგონათა 17-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი გაანადგურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: წიქარიძის ჰეთ-თრიქი მეორე მატჩშიც - 17-წლამდე გოგონებმა აზერბაიჯანი ისევ გაანადგურეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: წიქარიძის ჰეთ-თრიქი მეორე მატჩშიც - 17-წლამდე გოგონებმა აზერბაიჯანი ისევ გაანადგურეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროს საკვალიფიკაციო - 17-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროს საკვალიფიკაციო - 17-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

03 თებ, 2026

2 ამხანაგური მატჩი თბილისში - 17-წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება

News image

06 თებ, 2026

VIDEO: მეზობლებთან არაამხანაგური სხვაობით - გოგონათა 17-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი გაანადგურა

News image

11 თებ, 2026

VIDEO: წიქარიძის ჰეთ-თრიქი მეორე მატჩშიც - 17-წლამდე გოგონებმა აზერბაიჯანი ისევ გაანადგურეს

News image

25 თებ, 2026

ევროს საკვალიფიკაციო - 17-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება