VIDEO: წიქარიძის ჰეთ-თრიქი მეორე მატჩშიც - 17-წლამდე გოგონებმა აზერბაიჯანი ისევ გაანადგურეს
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს გოგონათა 17-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლების წინააღმდეგ კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქეს ამჯერად 4:0 მოუგო.
6 თებერვალს გამართული მატჩის მსგავსად, რომელიც ჩვენებმა 6:0 მოიგეს, ჰეთ-თრიქი შეასრულა ანანო წიქარიძემ, ერთი გოლი კი ნინიკო ჩხეტიანმა შეაგდო.
აღნიშნული ორივე შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო.
28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს, მეტოქეები ჯგუფის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან.