ლეო მესი ინტერ მაიამისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
დღეისთვის შეთანხმება საბოლოოდ დახურული არ არის, გარკვეული დეტალების მოგვარება დარჩა, რის შემდეგაც შეთანხმება MLS-მა უნდა დაადასტუროს.
დიდი ალბათობით, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, მხარეები სულ მალე შეთანხმდებიან. ბოლო პერიოდში მოლაპარაკებები გააქტიურდა და თავისი შედეგიც გამოიღო.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენი წლით დაუკავშირებს თავის მომავალს მესი ინტერ მაიამის. მოქმედი ხელშეკრულება არგენტინელს 2025 წლის 31 დეკემბრამდე აქვს გაფორმებული.