2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა 48 მონაწილე გუნდმა საბოლოოდ წარადგინა თავისი ახალი ფორმები.

მუნდიალის საფეხბურთო ფორმების გამოშვების პირველი ტალღა 2025 წლის ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, როდესაც Adidas-მა და Puma-მ თავიანთი ეროვნული ნაკრებების ახალი საშინაო ფორმები წარადგინეს.
Nike-ის ფორმები, ასევე Adidas-ისა და Puma-ს გასვლითი ფორმები, 2026 წლის მარტსა და აპრილში გამოვიდა, ხოლო რამდენიმე პატარა ქვეყნის ნაკრებმა ახალი ფორმები მხოლოდ 2026 წლის მაისში წარადგინა.
გერმანიის ნაკრების მომმარაგებლის როლში ბოლო დიდი ტურნირისთვის Adidas-მა გერმანიის საშინაო ფორმა განაახლა დიზაინით, რომელიც შთაგონებულია 1990 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებით - ბოლო ორი შემთხვევით, როდესაც გერმანიამ მსოფლიო თასი მოიგო.

ამავე დროს, არგენტინის ახალ ფორმაში გაერთიანებულია ლურჯის სამი განსხვავებული ელფერი, რომლებიც ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონობის სამივე ტიტულს უკავშირდება.

ორი ნაკრები იძულებული გახდა ფორმის დიზაინი გულშემატკივართა პროტესტის შემდეგ შეეცვალა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საფეხბურთო ფორმების მიმართ ინტერესი არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი.
ეს გუნდებია ბრაზილია და მექსიკა. ბრაზილია თავდაპირველად გეგმავდა ტრადიციული ფერების ნაცვლად Jordan-ის წითელი ფორმის გამოშვებას, ხოლო მექსიკის შემთხვევაში პირველი გაჟონილი დიზაინი უარყოფითად მიიღეს, რის გამოც Adidas-მა ის შეცვალა. თუმცა, ახალი დიზაინიც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.


ჯამში 48 ნაკრებს 13 ბრენდი შემოსავს:
14 - Adidas
12 - Nike
11 - Puma
2 - Kelme
1 - Capelli Sport, Umbro, Marathon, Saeta, Majid, Jako, Reebok, Kappa, 7Saber
