• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ბრიტანული მედიის უმკაცრესი კრიტიკა მამარდაშვილს
ფეხბურთიფეხბურთი

ბრიტანული მედიის უმკაცრესი კრიტიკა მამარდაშვილს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრიტანულ მედიაში ლივერპულის სამეკარეო პოზიციაზე ვრცელი ანალიტიკური სტატია გამოქვეყნდა.


ბრაზილიელი ალისონ ბეკერის იტალიაში შესაძლო დაბრუნების ფონზე, ექსპერტები ღიად წერენ, რომ მერსისაიდული გრანდი მისი წასვლისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია, გიორგი მამარდაშვილის სადებიუტო სეზონი კი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

როდესაც ლივერპულმა ქართველი მეკარე ვალენსიადან იყიდა, ეს ბრწყინვალე მომავლის გეგმად ჩანდა, თუმცა ციფრები და რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ გასულ სეზონში, ესპანეთში თამაშისას, მამარდაშვილის მოგერიებების პროცენტი 72%-დან 67%-მდე დაეცა. მიმდინარე სეზონში კი, ალისონის ტრავმების გამო, გიორგიმ ლივერპულის მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, სადაც მისი მოგერიების მაჩვენებელი კიდევ უფრო, 64%-მდე შემცირდა.

სტატიაში ხაზგასმით არის აღნიშნული მამარდაშვილის მთავარი მინუსი - ფეხით თამაში და ბურთის განაწილება:

არნე სლოტის სისტემაში (ისევე როგორც კლოპის დროს) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეკარე, რომელიც ფეხით კარგად თამაშობს. ალისონის გრძელი პასები მოჰამედ სალაჰზე კლუბის უძლიერესი იარაღი იყო. მამარდაშვილს კი ეს ელემენტი არსენალში საერთოდ არ აქვს. იგი ბურთით ხელში ძალიან ნერვიულობს, ხოლო პრესინგის ქვეშ მოქცევისას გუნდი თითქმის ყოველთვის კარგავს ბურთს. ჩემპიონთა ლიგაზე მისი გრძელი პასების სიზუსტე მხოლოდ 43%-ია


მიუხედავად იმისა, რომ ერლინგ ჰოლანდისთვის აღებული პენალტი და რამდენიმე ეპიზოდი შთამბეჭდავი იყო, ექსპერტების აზრით, ქართველმა გულშემატკივარი საკუთარ გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ დაარწმუნა. რა თქმა უნდა, ლივერპულის დაცვის ხაზიც მიმდინარე სეზონში კატასტროფულად გამოიყურება, თუმცა ვალენსიაში გიორგი სუსტი დაცვის ფონზეც უკეთეს ციფრებს აჩვენებდა.

ზაფხულში კლუბს მოჰამედ სალაჰი და რობერტსონი ტოვებენ, დიდი ალბათობით მათ ალისონიც მიჰყვება. თუ ბრაზილიელი წავა, მამარდაშვილს და ფრედი ვუდმენს მოუწევთ ძირითადისთვის ბრძოლა, თუმცა ქართველს ყველაფრის ნულიდან სწავლა დასჭირდება, პოზიციის შერჩევა, თამაშის კითხვა და ფეხით თამაში სერიოზულ გაუმჯობესებას მოითხოვს.


ვერდიქტი ერთია: მონაცემები აჩვენებს, რომ ლივერპულმა ალისონი რაც შეიძლება დიდხანს უნდა შეინარჩუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია გაცილებით გაუარესდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ალისონი
გიორგი მამარდაშვილი
ლივერპული
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში - ქართველების კვირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში - ქართველების კვირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი სიტიზე უკეთესია?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი სიტიზე უკეთესია?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალონსოს საიდუმლო მესიჯი ლონდონში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალონსოს საიდუმლო მესიჯი ლონდონში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

10 სთ წინ

ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენი

News image

8 სთ წინ

მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში - ქართველების კვირა

News image

6 სთ წინ

არსენალი სიტიზე უკეთესია?

News image

6 სთ წინ

ალონსოს საიდუმლო მესიჯი ლონდონში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება