ბულგარეთი - საქართველო
საქართველოს ნაკრები 2025 წლის ბოლო მატჩს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში გამართავს.
ეროვნული გუნდი 18 ნოემბერს, სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება და ამით შესარჩევ ციკლში გამოსვლას დაასრულებს.
გუნდებს შორის პირველი მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. ქართველების მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, ნიკა გაგნიძემ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
ბულგარეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრები თბილისში ესპანეთის ნაკრებს მიიღებს. ეს მატჩი 15 ნოემბერს შედგება.
ბულგარეთის ნაკრები 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, საქართველოს კი 3 ქულა აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს.