თეა რუსიტაშვილმა, მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გამართულ 12-წლამდე მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა 9 პარტიაში 7.5 ქულა დააგროვა და პირველობა ლატვიელ ალონა ტომლაჩევასთან ერთად გაინაწილა. დამატებითი მაჩვენებლების შედეგად, ჩემპიონად ტომლაჩევა გამოცხადდა, თეას კი ევროპის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი ერგო.
ევროპის ჩემპიონატი 28 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, 8; 10; 12; 14; 16 და 18-წლამდე მოჭადრაკეთა შორის, გაიმართა.