18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ს მსუბუქი წონის ექს-ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
„ვიჩხუბებ იმასთან, ვისთანაც ბრძოლას ჩამინიშნავენ. თოფურიას მიმართ მხოლოდ პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ ეს მსუბუქი წონაა. ეს არის ყველაზე მჭიდრო და რთული დივიზიონი UFC-ს ისტორიაში.
ხელებში დიდი ძალა მაქვს. რა თქმა უნდა, ჩემს ჯიუ-ჯითსუშიც არ მეპარება ეჭვი, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ილიას დანოკაუტება შემიძლია." - აღნიშნა ოლივეირამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვე-მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში ავიდა, სადაც მისი მიზანი ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებაა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები