ჩელსი და მილანი მაიკ მენიოს ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა 29 წლის ფრანგი გოლკიპერის ფასზე ვერ მოილაპარაკეს, რადგან ლონდონურ კლუბს არ სურდა მენიოში უფრო მეტის გადახდა იმისთვის, რომ ფრანგს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ეთამაშა.
მენიოს თაობაზე ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე, ჩელსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს გუნდის მოქმედ მეკარეებს - ჯორჯე პეტროვიჩს, რობერტ სანჩესს, ფილიპ იორგენსენს და მაიკ პენდერსს.
ჩელსის ბოლო შეთავაზება 18 მილიონ ფუნტს შეადგენდა, მილანი კი 20 ან მეტს ითხოვდა.