ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში 14 გუნდი ერთმანეთში გაარკვევს მთავარი საკლუბო ტურნირის ბოლო 7 საგზურის მფლობელის ვინაობას.
20 აგვისტო (23:00)
დინამო ზაგრები (ხორვატია) - ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
ბოდო გლიმტი (ნორვეგია) - ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
ლილი (საფრანგეთი) - სლავია პრაღა (ჩეხეთი)
21 აგვისტო (23:00)
მიდტიულანდი (დანია) - სლოვან ბრატისლავა (სლოვაკეთი)
მალმო (შვედეთი) - სპარტა პრაღა (ჩეხეთი)
იანგ ბოიზი (შვეიცარია) - გალათასარაი (თურქეთი)
დინამო კიევი (უკრაინა) - ზალცბურგი (ავსტრია)
მატჩების უფასო ლაივ სტრიმების ყურება adjarabetarena.com-ზე შეგიძლიათ.
გუნდებს შორის განმეორებითი მატჩები 27-28 აგვისტოს გაიმართება.
აღნიშნულ წყვილებს შორის გამოსარჩევია მიდტიულანდისა და სლოვან ბრატისლავას დაპირისპირება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია შეეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში პირველად ითამაშოს.