ლოპოტა სპა რეზორტზე საერთაშორისო ტურნირი LOPOTA TENNIS OPEN ოფიციალურად გაიხსნა და აქტიურ ფაზაშია.
მსოფლიო დონის სპორტულ ღონისძიებას ლოპოტა სპა რეზორტი ზედიზედ მესამე წელია მასპინძლობს. წლევანდელი ტურნირი 26 აპრილს დაიწყო და 9 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
შეჯიბრება ორი დამოუკიდებელი ტურნირის ფარგლებში იმართება და განსაკუთრებით მასშტაბურია, რადგან აერთიანებს W75 და W50 კატეგორიების ტურნირებს.
ტურნირი International Tennis Federation-ის (ITF) ეგიდითა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის პროფესიონალი ქალი ჩოგბურთელები იღებენ.
LOPOTA TENNIS OPEN ყველაზე მასშტაბური და მაღალი კატეგორიის ჩოგბურთის ტურნირია, რომელიც ამ დრომდე საქართველოში ჩატარებულა.