VIDEO: კოსტიუკმა მადრიდში WTA 1000-ის პირველი ტიტული მოიგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პირველად კარიერაში, მარტა კოსტიუკი WTA 1000-ის ჩემპიონი გახდა.
23 წლის უკრაინელმა მადიდის მასტერსის ფინალში მირა ანდრეევა 6-3, 7-5 დაამარცხა 1 საათსა და 21 წუთში და კარიერაში მე-3 ტიტული მოიპოვა, რომელიც მისი პირველი ტიტულია 250-ის დონეზე მაღლა.
ეს გამარჯვება კოსტიუკისთვის ესპანეთში დომინანტური კვირის დასასრული გახდა. ის ტურნირზე №26 ნომრად იყო განთესილი და გზად ისეთი მოთამაშეები დაამარცხა, როგორებიც არიან ჯესიკა პეგულა, ლინდა ნოსკოვა და მირა ანდრეევა.
დაუჯერებელია აქ ახლა დგომა. მრავალი წელი დამჭირდა, რომ ამ წერტილამდე მოვსულიყავი, და სიტყვა, რომელიც ახლა თავში მიტრიალებს, არის ‘კონსისტენტურობა’.
ეს ნიშნავს ყოველდღე გამოსვლას, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულია, რამდენად გიყვარს ან გძულს ის, რასაც აკეთებ. და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამას ძალიან კარგად ვაკეთებ.
ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით და ჩემი გუნდით. დიდი მადლობა თქვენ, რომ ჩემს გვერდით იყავით. მგონია, მხოლოდ ჩვენ ვიცით, რამდენი რამ გამოვიარეთ და რამდენჯერ მინდოდა დანებება, მაგრამ თქვენ დამიჭირეთ და მაიძულეთ, რომ გამეგრძელებინა. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ.“ - თქვა კოსტიუკმა დაჯილდოების ცერემონიაზე.