დიეგო ლოპესი ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილს გამოთქვამს.
„რომ მთხოვონ, ჩემს სასარგებლოდ არგუმენტები მოვიყვანო, ვიტყოდი: კარგი სერია მაქვს, რეიტინგიანი მებრძოლები დავამარცხე, ილიამ კი იმათ აჯობა, ვინც ტოპში ჩემზე მაღლა დგას.
ჩვენ დივიზიონის ახალი სისხლი ვართ, ეს ბრძოლა ნახევრადმსუბუქ წონას განახლებაში დაეხმარებოდა. ბოლო წლებში სატიტულო ბრძოლებში სულ ან ვოლკანოვსკი იბრძოდნენ, ან ჰოლოუეი.
გარდა ამისა, ამ ბრძოლის გაყიდვა ესპანური აუდიტორიისთვისაც შეიძლება, ან ლათინურ ამერიკაში." - აღნიშნა მებრძოლმა.
დიეგო ლოპესს UFC-ში ზედიზედ 5 ბრძოლა აქვს მოგებული, ბოლოს მან მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლის ივეNთზე, ბრაიან ორტეგა დაანოკაუტა.