დინამო თბილისმა, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლუქსემბურგული მონდორფის ბარიერი წარმატებით გაიარა.
ლუქსემბურგში 2:1 გამარჯვების შემდეგ, მიხეილ მესხზე გამართული მატჩის ძირითადი დრო მონდორფმა 1:0 მოიგო. 0:0-ზე დინამოელთა ლეგიონერმა, ალგასიმ ბამ, თორნიკე კვარაცხელიას მიერ მოპოვებული, პენალტი ვერ გაიტანა. გარდა ამისა, ქეცბაიას გუნდს 3-4 რეალური მომენტი ჰქონდა და გატანა მართებდა.
დამატებითი დროში, 111-ე წუთზე, იმავე ბამ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, ნიშნულთან კი ამჯერად ნიკა ნინუა მივიდა და დამაჯერებლად გაიტანა - 1:1.
შედეგად, დინამო თბილისმა, ორი მატჩის ჯამში, 3:2 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა - შეხვდება ლიეტუვურ ჟალგირის ვილნიუსს, რომელშიც საბა მამაცაშვილი თამაშობს. ჟალგირისთან პირველი მატჩი 23 ივლისს - თბილისში, ხოლო საპასუხო 30 ივლისს, ვილნიუსში გაიმართება.