UFC 331-ზე არმან ცარუკიანმა მორიგი შთამბეჭდავი ბრძოლა ჩაატარა.
სომეხმა მებრძოლმა მაურიციო რუფი პირველივე რაუნდის მიწურულს, იდაყვით ეფექტურ ნოკაუტში ჩააგდო. ეს ცარუკიანისთვის ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა, რის შემდეგაც მან მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონის, ჯასტინ გეიჯის გამოწვევა ღიად ითხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ცარუკიანი ტიტულის პირველი პრეტენდენტია, UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საჩემპიონო ბრძოლის გარანტიას ჯერ ვერ მისცემს. უაითის თქმით, ყველაფერი თავად ჩემპიონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
არ ვიცი, ვნახავთ. ეს გეიჯიზეა დამოკიდებული - ჯერ არ ვიცით, რა გეგმები აქვს. ის დღეს დარბაზში იმყოფებოდა, ნახა ეს ბრძოლა და ვნახავთ, რას გადაწყვეტს,
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურია დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა, კარიერის დასრულებაზეც დაფიქრდა. შესაბამისად, ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა ჩემპიონი ცარუკიანთან საჩემპიონო დაპირისპირებას, თუ კარიერის დასასრულებლად სხვა გზას აირჩევს.