ინგლისის ნაკრების ვარსკვლავ ჯუდ ბელინგემსა და მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს, თუმცა ნაკრების ყოფილი მცველი, გარი პალისტერი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ „ქარიშხალია ჭიქაში“.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასული ინგლისელები ამჟამად იდეალურ განწყობაზე უნდა იყვნენ, რათა გუნდში ბზარი არ გაჩნდეს.
ტუხელი საკმაოდ მომთხოვნი სპეციალისტია, რომელმაც ნორვეგიასთან მძიმე, ოვერტაიმში მოგებული მეოთხედფინალის შემდეგ ფეხბურთელების თამაშს უდaრდელი უწოდა. ბ
ელინგემმა მწვრთნელის კრიტიკას მალევე უპასუხა:
ჰო, კარგით რა.. საშინელ სიცხეში უმძიმესი მატჩი ჩავატარეთ. ტუხელმა ალბათ არ იცის, რას ნიშნავს ასეთ პირობებში ერლინგ ჰოლანდისა და მარტინ ედეგორის წინააღმდეგ თამაში
პალისტერის აზრით, ორივე მხარე თავისებურად მართალია:
ტუხელი მართალია, კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ჯუდიც მართალია - 40-გრადუსიან სიცხეში სირბილი ჰორორია. ბელინგემი მუნდიალზე 6 გოლით ბრწყინავს და ინგლისის მთავარი იმედია. მათ შორის წარსულშიც ყოფილა უთანხმოება, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა დაივიწყონ
ინგლისის ნაკრები ოთხშაბათს, ატლანტაში, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მოქმედ ჩემპიონ არგენტინას დაუპირისპირდება.