-
Aa
+
ფონტის ზომა
ვიტალი დარასელიას სახელობის თასის 2024 წლის გათამაშებაში ფინალური სათამაშო დღე გაიმართა.
დღის პირველ მატჩი საგურამოს ბაზაზე გაიმართა, სადაც მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში თბილისის ლოკომოტივი გალათასარაის დაუპირისპირდა. ქართულმა გუნდმა მოწინააღმდეგე 2-0 დაამარცხა.
მე-3 ადგილისთვის დინამო არენაზე ერთმანეთს დინამო თბილისი და უოტფორდი შეხვდნენ. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 30-ე წუთზე მეთის ებუემ გახსნა ანგარიში, თამაშის დარჩენილ ნაწილში კი დინამოელებმა ვეღარ მოახერხეს სცენარის თავის სასიკეთოდ შეცვლა, შესაბამისად დარასელიას თასზე მე-3 ადგილზე ინგლისური გუნდი გავიდა.
ფინალური მატჩიც დინამო არენაზე გაიმართა, სადაც ტურნირის ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ვალენსია და იუვენტუსი დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრის ბედიც ერთმა გოლმა გადაწყვიტა. 38-ე წუთზე ფაბიო ბადარაუმ საჯარიმოში ბურთი ბიიღო და მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი.
ტურინის იუვენტუსი ვიტალი დარასელიას თასი 2024-ის გამარჯვებული გახდა. იტალიურმა გუნდის ჩემპიონობისკენ გზა ნამდვილად აღსანიშნავია. ბიანკონერიმ ჯგუფურ ეტაპზე უოტფორდთან და დინამო თბილისთან ორივე მატჩი დათმო, თუმცა პლეიოფში გუნდი ფორმაში შევიდა და ჯერ ლოკომოტივი დაამარცხეს, შემდეგ კი პენალტების სერიაში დინამო თბილისი.
ფინალური მატჩის შემდეგ დინამო თბილისის პრეზიდეტმა რომან ფიფიამ, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და დარასელიას თასის ელჩმა ვლადიმერ გუცაევმა, ასევე შოთა და არჩილ არველაძეებმა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებსა და ფინალისტ გუნდებს კუთვნილი ჯილდოები და მედლები გადასცეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები