Geo Team-ის ინფორმაციით, ტრავმის გამო გამოკლებული ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ზარიას შემდეგ, ვილი სანიოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირ დავით ვოლკოვს თავის გამოჩენის შანსს აძლევს.
ბუდუ ზივზივაძე ნაკრებს კოჭის დაზიანების გამო გამოაკლდა. გიორგი ზარიამ კი საზარდულის დაზიანება მიიღო და 3 კვირით დაისვენებს.
30 წლის თავდამსხმელმა აწ უკვე გასულ სეზონში აზერბაიჯანულ ზირაში ჩატარებულ 32 მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო.
ვოლკოვის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 5 მატჩი და 2 გატანილი გოლია. მან თავი 2021 წელს უზბეკეთთან, 2023 წელს კი მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრებში გამოიჩინა.
საქართველო 5 ივნისს ფარერის კუნძულების, ხოლო 8 ივნისს კაბო ვერდეს ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ლიდერების გარეშე და 4 ახალწვეულით - სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის ნაკრების განაცხადი დაასახელა