მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ახსნა, რატომ არ სურს, რომ ლამინ იამალს გენიოსი დაუძახონ.
„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ის ნაკრებში წლებია თამაშობს, თითქოს მისი დებიუტიდან უამრავი დრო გავიდა, არადა ის ევრო 2024-ს დროს მხოლოდ 17 წლის გახდა.
უნდა ვთხოვოთ, ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს და აკეთოს ის, რაც უყვარს. ფეხბურთში ყველას ვთხოვ, გაიაზრონ, რომ ის ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს და ბევრი რამ ისწავლოს.
თქვენ მას პირველი გააკრიტიკებთ და მოკლავთ, როცა ის ზედიზედ ორ მატჩში ვერ გაიტანს გოლს. იტყვით, რომ ის ცოტა გოლს იტანს, რომ მას გოლები აკლია." - აღნიშნა დე ლა ფუენტემ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები