ფურია როხას დამრიგებელმა თავისი ლიდერი გამოარჩია.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში პორტუგალიასთან მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ, ლამინ იამალის თამაშზე ისაუბრა და ვინგერი შეაქო:
„ლამინ იამალმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მისი განვითარებისთვის. ნუნუ მენდეშის ტრავმა სწორედ იმ უდიდეს დატვირთვას უკავშირდება, რომელიც ლამინმა მას მოედანზე შეუქმნა.
მან ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა და მეტოქეში შიში ჩათესა. ეს ლამინის კარიერაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, მას კი წინ კიდევ ბევრი რამ ელოდება.
ჩვენ გვჭირდება, რომ მან პროგრესი გააგრძელოს“, - განაცხადა დე ლა ფუენტემ.