ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, როდრიმ, თავის ყოფილ თანაგუნდელს პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველს, ბერნარდუ სილვას ბოდიში მოუხადა.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის დრამატულ დასასრულს (1:0), მატჩის 97-ე წუთზე, სილვამ თავით ოდნავ ააცილა კარს და ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუშვა ხელიდან. როდრიმ მისი ეს აცილება ზედმეტად ემოციურად აღნიშნა, რამაც ბერნარდუს უკმაყოფილება გამოიწვია და მოედანზე მცირე შელაპარაკება მოხდა.
ესპანელმა აღნიშნა, რომ პარტნიორს ბოდიში იქვე, მინდორზევე მოუხადა:
„შეცდომა დავუშვი, როდესაც მის წარუმატებლობას ასე შევხვდი და გამიხარდა. ბოდიში მას მაშინვე მოვუხადე და ამით ყველაფერი დასრულდა. ჩვენ კვლავინდებურად ვენდობით ერთმანეთს. წერტილი“, - განაცხადა როდრიმ.

