დიდი ალბათობით, კინგსლი კომანი ამ ზაფხულს ბაიერნს დატოვებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელის ბაიერნიდან წასვლა ამ ეტაპზე ყველაზე მოსალოდნელი სცენარია და მის მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბმა უკვე გამოთქვა.
გასულ ზაფხულს კომანის შეძენით ბარსელონა ინტერესდებოდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ფრანგს ბაიერნში ერთად მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობს ჰანსი ფლიკი, თუმცა კატალონიელთათვის მარცხენა ფლანგის გაძლიერების პრიორიტეტულ ვარიანტებად ლუის დიასი და მარკუს რაშფორდი რჩებიან.
სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან პრემიერ ლიგის და საუდის ლიგის გუნდებიც.
28 წლის კინგსლი კომანი ბაიერნში 2015 წელს იუვენტუსიდან ჯერ იჯარით გადავიდა, 2017-ში კი გერმანულმა კლუბმა ის 21 მილიონ ევროდ გამოისყიდა. მიუნხენური კლუბის მაისურით 335 მატჩში ფრანგს 70 გოლი და 69 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.