კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე ოფიციალურად ბრუნდება.
როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, ირლანდიელი 11 ივლისს ქვე-საშუალო წონის დივიზიონში მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ ჰოლოუეისთვის ეს აღნიშნულ წონაში, ანუ 77 კგ დივიზიონში პირველი ოფიციალური ბრძოლა იქნება, მაკგრეგორისთვის კი - მეოთხე. აქამდე მან ორი გამარჯვება მოიპოვა (ნეიტ დიაზთან და დანიელ სერონესთან) და ერთხელ დამარცხა (ნეიტ დიაზთან).
მაკგრეგრი და ჰოლოუეი ერთმანეთს აქამდე ერთხელ უკვე შეხვედრილან - 2013 წლის აგვისტოში გამართული ბრძოლა კონორმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.
დღეისთვის ბოლო ბრძოლები მაკგრეგორმა 2021 წელს ჩაატარა, როცა დასტინ პორიესთან ზედიზედ ორჯერ დამარცხდა და მას შემდეგ ოქტაგონზე აღარ გასულა.
ამავე ქარდზე შედგება ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ ოქტაგონზე პედი პიმბლეტის დაბრუნებაც, რომელიც ბენუა სენ-დენისს დაუპირისპირდება.