მან სიტიში დიდი ეპოქა სრულდება.
პეპ გვარდიოლა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მან სიტის სათავეში ბოლო მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც კლუბს დაემშვიდობება.
ინფორმაციას ავტორიტეტული ინსაიდერები ფაბრიციო რომანო და დევიდ ორშტეინი ადასტურებენ.
ბოლო მატჩს მან სიტის სათავეში გარდიოლა კვირას, 24 მაისს, ასტონ ვილას წინააღმდეგ ჩაატარებს, იქამდე კი დღეს სტუმრად ბორნმუთს დაუპირისპირდება.
პეპ გვარდიოლამ მან სიტი 2016 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად 20 ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის - 6 პრემიერ ლიგის, 4 ინგლისის ლიგის თასის, 3 ასოციაციის თასის, 1 ჩემპიონთა ლიგის, 1 უეფას სუპერთასისა და ერთი ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის.
უკვე ცნობილია, რომ ქალაქელების სათავეში პეპს მისი ყოფილი ასისტენტი, ენცო მარესკა შეცვლის, რომელსაც კლუბთან პირადი კონტრაქტი სიტყვიერად უკვე შეთანხმებული აქვს.