პრემიერ ლიგის 37-ე ტურში არსენალმა გავარდნილი ბარნლი 1:0 დაამარცხა.
ემირეითს სტედიუმზე გამართული დაპირისპირების ბედი კაი ჰავერცმა გადაწყვიტა, რომელსაც კუთხურიდან თავზე ბუკაიო საკამ ჩაუწოდა.
37 მატჩის შემდეგ არსენალს 82 ქულა აქვს და სიტის, რომელიც ამ ტურში თავის მატჩს ხვალ გამართავს, 5 ქულით უსწრებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ხვალ (უკვე დღეს), 19 მაისს, მან სიტი სტუმრად ბორნმუთს ვერ მოუგებს, არსენალი ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.