დეშამი მბაპეს დიქტატორობას არ აღიარებს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა გუნდში კილიან მბაპეს ლიდერობასა და მის კაპიტნობაზე ისაუბრა და ფეხბურთელის გარშემო არსებული ნეგატიური სტერეოტიპები უარყო:
„თქვენ მას დიქტატორად ხატავთ - კონკრეტულად თქვენ არ გგულისხმობთ - თუმცა კილიანის ეს იმიჯი რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. საწვრთნელი შეკრების პირველივე დღიდან მას სწორი განწყობა აქვს. როდესაც ის საუბრობს, მთელი გუნდის სახელით ლაპარაკობს.
ის მე მიზიარებს ფეხბურთელების პრობლემებს, რომლებიც ყოველთვის მას არ ეხება.
თუ გსურს სხვებზე იზრუნო, თავად არ უნდა გქონდეს პრობლემები, და თუ არსებობს მოთამაშე, რომელსაც პრობლემები არ აქვს, ეს კილიანია. მას ყველა მიჰყვება. ეს შესანიშნავი გუნდია და ეს ნორმალურია - ის კაპიტნად ხომ მე ავირჩიე“, - განაცხადა დეშამმა.